რეგიონი
გუდაუთაში რუსი სამხედროებისთვის 19 საცხოვრებელი კომპლექსი აშენდება
გუდაუთაში დისლოცირებული რუსული მე-7 სამხედრო ბაზის მოსამსახურეებისთვის საცხოვრებელი ბინების კომპლექსის მშენებლობა გრძელდება. რუსული მედიის ინფორმაციით,21 ობიექტზე სამუშაოებს კომპანია „ინსტროი“ აწარმოებს.

სულ 19 საცხოვრებელი კორპუსი აშენდება: თვრამეტი 16-ბინიანი და ერთი - 14 ბინიანი. ამ დროისათვის, დასრულებულია შიდა სამუშაოები. ყველა
ბინა ავეჯით და შესაბამისი საყოფაცხოვრებო ტექნიკით აღიჭურვება.

საცხოვრებელი სახლების გარდა კომპლექსში გათვალისწინებულია სკოლის, საბავშვო ბაღის, სპორტული და გასართობი მოედნის მოწყობა.


Print