მერიის სპორტული და ახალგაზრდული გეგმის განხილვას კამათი მოჰყვა (ვიდეო)
17:30 / 03.02.2017
ქალაქ ზუგდიდის საკრებულოს სხდომაზე 2017 წლის მერიის სპორტული და
ახალგაზრდული პროგრამის
გეგმის განხილვას კამათი მოყვა. "მოძრაობა თავისუფლებისთვის -
ევროპული საქართველოს" წევრმა ბათლომე შელიამ
წარმოდგენილი გეგმა უარყოფითად შეაფასა და აღნიშნა, რომ ის
ახალგაზრდების ინტერესებს არ შეესაბამება.
"ეს არ არის ოცდამეერთე საუკუნის ახალგაზრდული გეგმა და ასევე, არ
არის მორგებული სტუდენტებს ", - აღნიშნა ბათლომე შელიამ.
მის პოზიციას არ დაეთანხმნენ საკრებულოს დანარჩენი წევრები და
განმარტეს, რომ პროგრამა ყველა ახალგაზრდისთვის ხელმისაწვდომია და
მასში სტუდენტების ჩართულობას თავისთავად მოიაზრებს.
კოლეგებმა მას მსგავს საკითხებზე მუშაობისას მერიის შესაბამის
სამსახურებთან თანამშრომლობა ურჩიეს.
აღნიშნული პროგრამის ფარგლებში წლის განმავლობაში სხვადასხვა
სპორტული, კულტურული და შემეცნებითი ღონისძიება მოეწყობა. მათ შორის,
პოეზიის საღამოები, ცეკვების კონკურსები, სხვადასხვა ღირსშესანიშნავი
დღის აღნიშვნა მსვლელობებითა და ფლეშ-მობებით, სპორტული შეჯიბრებები
და სხვ.
მასალის გამოყენების პირობები