ზუგდიდელი ნორჩი მორაგბეები საკუთარ მოედანზე პირველად ითამაშებენ (ვიდეო)
17:46 / 09.03.2017
რაგბის კლუბ „ზუგდიდის“ მოთამაშეები ხვალინდელი მატჩისთვის განსაკუთრებით ემზადებიან. ისინი ამბობენ, რომ ხვალ მათთვის ისტორიული დღეა,
რადგან ამ დრომდე სათამაშო მოედანი არ ჰქონდათ.
სტადიონის მოწყობა რამდენიმე დღის წინ დაიწყეს. როგორც რადიო „ათინათთან“ კლუბის მთავარმა მწვრთნელმა ვახტანგ კორკელია განაცხადა, ისინი ზუგდიდის გამგეობამ დააფინანსა.
„ვინაიდან არ გვქონდა მოედანი, გამგეობას მივმართეთ თხოვნით და მათი დაფინანსებით ვაწყობთ სტადიონს.“, - თქვა კორკელიამ.
ნორჩი მორაგბეები ხვალ „ბ“ ლიგის რიგით მეორე თამაშს ჩაატარებენ და ფოთელ „კოლხ რაინდებს“ დაუპირისპირდებიან.
მასალის გამოყენების პირობები