ზუგდიდში სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულებებისთვის შეფასებისა
და მონიტორინგის სისტემა შეიცვლება. აღნიშნული საკითხი
ადმინისტრაციულ წარმოებაში ქალაქის საკრებულომ დღეს მიიღო.
ცვლილება შეეხება პერსონალის პროფესიული სტანდარტებისა და დირექტორის
საკვალიფიკაციო მოთხოვნებს. ამასთან, თითოეულ საბავშო ბაღს
სამართლებრივი სტატუსი შეეცვლება და ის საჯარო სამართლის იურიდიული
პირი გახდება.
საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებლის გიორგი თოდუას
თქმით, არსებული მოდელი განვითარებულ ქვეყნებში დამკვიდრებულ
სტანდარტებს არ შეესაბამება.
"ეს პროექტი ევროპული გამოცდილების გათვალისწინებით არის შემუშავებული
და ხელს შეუწყობს უფრო ეფექტურ მუშაობას", - აღნიშნა გიორგი
თოდუამ.
მისივე თქმით, პროექტის განახლებულ ვარიანტს საკრებულო თვის ბოლოს
მიიღებს და საზოგადოებასა და დაწესებულებებში თანამშრომლებს მას ამის
შემდეგ გააცნობენ.
მასალის გამოყენების პირობები