ქალაქ ზუგდიდის საკრებულოს სხდომაზე დეპუტატები თენგიზ ხარჩილავა და თენგიზ ქოჩუა ერთმანეთს დაუპირისპირდნენ. ინციდენტი ჯანდაცვისა და სოცილურ
საკითხთა კომისიის თავმჯდომარის არჩევის პროცედურის დაწყებამდე, შესვენების დროს მოხდა. რა გახდა ჩხუბის მიზეზი, ჟურნასლისტებისთვის უცნობი დარჩა.
საკრებულოს სხვა წევრების მტკიცებით, დაპირისპირება პირად საკითხს შეეხებოდა. აღნიშნულზე მმართველი პარტიის დეპუტატებს, მათ შორის საკრებულოს ახლადარჩეულ თავმჯდომარეს, ოფიციალური კომენტარი არ გაუკეთებიათ.
დღევანდელ სხდომაზე ქალაქ ზუგდიდის საკრებულომ ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარედ თაზო ფაცაია აირჩიეს.
მასალის გამოყენების პირობები