რეგიონი
გუბერნატორმა წყალმომარაგების პროექტის სამუშაოების შესახებ ინფორმაცია მიიღო
სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი ლევან შონია კომპანია ,,AS INSAAT-N"-ის აღმასრულებელ დირექტორისა და პროექტის მენეჯერს შეხვდა. მათ გუბერნატორს ზუგდიდში წყლის სისტემის და სათაო ნაგებობის მშენებლობის მიმდინარეობაზე ინფორმაცია მიაწოდეს.

ადმინისტრაციის ცნობით, კომპანიის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ პროექტი გეგმის მიხედვით მიმდინარეობს და სამშენებლო სამუშაოები 2018 წელს დასრულდება. სამუშაოების დასრულების შემდეგ კი ადგილობრივ მოსახლეობას 24-საათიანი უწყვეტი წყალმომარაგება ექნება.

პროექტის ფარგლებში წყალმომარაგების გამანაწილებელი ქსელი, სატუმბი სადგური და რეზერვუარები, ასევე წყალმომარაგების მაგისტრალური მილსადენი შენდება.

ზუგდიდის წყალმომარაგების პროექტს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია ახორციელებს. პროექტის ღირებულება 84 970 765 ლარია და მას აზიის განვითარების ბანკი აფინანსებს.

Print