რეგიონი
სოხუმი: კოდორის ხეობისკენ მიმავალი გზა კრიტიკულ მდგომარეობაშია
გულრიფშიდან კოდორის ხეობისკენ მიმავალი გზის მონაკვეთი ავარიულ მდგომარეობაშია და რეაბილიტაციას საჭიროებს, ამის შესახებ საგანგებოდ გამართულ თათბირზე დე ფაქტო აფხაზეთის პრეზიდენტმა განაცხადა.

„აბხაზენერეგოზაშიტას“ უფროსის იგორ კაზანბას განცხადებით, კოდორის ხეობისკენ მიმავალ გზაზე 22 ხიდი და ორი გვირაბია, რომლებიც ასევე, ავარიულ მდგომარეობაშია. შეხვედრაზე გადაწყდა, რომ სკითხს რუსეთის ფედერაციის უსაფრთხოების საბჭოს ხელმძღვანელთან რაშიდ ნურგალიევთან განიხილავენ, რადგან, რაულ ხაჯიმბას თქმით, „გზის ამ მონაკვეთს სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს“.

ამავე ცნობით, უბედური შემთხვევების თავიდან ასაცილებლად, სარემონტო სამუშაოების მსვლელობისას, გზის ავარიული მონაკვეთები ჩაიკეტება.

Print