რეგიონი
,,შენი გულისთვის ვიცავ’’- ფერადი ზებრები ზუგდიდში (ვიდეო)
შს სამინისტროს, საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების პროგრამის - "შენი გულისთვის, შენი უსაფრთხოებისთვის" ფარგლებში ზუგდიდში ზებრა გადასასვლელები მოიხატა.

ახალგაზრდებმა გამსახურდიასა და აღმაშენებლის გამზირებზე ზებრა გადასასვლელები გააფერადეს და შემდეგი შინაარსის წარწერები დატოვეს: "შენი უსაფრთხოებისთვის ვიცავ", ,,შენი გულისთვის ვიცავ".

უწყებაში აცხადებენ, რომ კამპანიის მიზანია ავტოსაგზაო შემთხვევების პრევენცია, საგზაო მოძრაობისთვის უსაფრთხო გარემოს შექმნა და თითოეული მოქალაქის სიცოცხლის დაცვა.

შსს–მ საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების კამპანია სლოგანით "შენი გულისთვის, შენი უსაფრთხოებისთვის" 2015 წელს დაიწყო და მთელი ქვეყნის მასშტაბით დღემდე აგრძელებს.


Print