ერთობლივი ძალისხმევა კიბოს ადრეული გამოვლენისთვის - უფასო გამოკვლევების აქცია (ვიდეო)
13:10 / 25.06.2017
ზუგდიდში ასოციაცია "ქსენონში" 24-25 ივნისს კიბოს ადრეული
გამოვლენისა და მართვის მიზნით
უფასო გამოკვლევები ჩატარდა. ადგილობრივ მოსახლეობას "თბილისის
უნივერსალური სამედიცინო ცენტრის" ქირურგი, მამოლოგი, გინეკოლოგი და
ენდოკრინოლოგი მოემსახურა.
"ძალიან მნიშვნელოვანი აქციაა, რადგან კიბოს ადრეულ სტადიაში
გამოვლენა მისი მართვის საუკეთესო საშუალებაა. იმ პაციენტებს,
რომლებმაც ამ ორი დღის განმავლობაში ჩვენთან ჩაიტარეს გამოკვლევები,
"თბილისის უნივერსალური სამედიცინო ცენტრში" 10%-იან ფასდაკლებით
მოემსახურებიან", - აღნიშნა "ქსენონის" წარმომადგენელმა ცირა
თორდიამ.
აქცია ზემოაღნიშნული სამედიცინო ცენტრისა და "ქსენონის" მემორანდუმის
საფუძველზე, პროექტის - "ერთობლივი ძალისხმევა კიბოს ადრეული
გამოვლენისა და მართვისთვის" ფარგლებში ჩატარდა. ორგანიზაცია პროექტს
"ღია საზოგადოება - საქართველოს" ფინანსური მხარდაჭერით
ახორციელებს.
მასალის გამოყენების პირობები