რეგიონი
ენგური- ფსოუს ტრასაზე ნარკოტიკული ნივთიერების სამალავები აღმოაჩინეს
დე ფაქტო აფხაზეთის შსს -ს თანამშრომლებმა ფსიქოტროპული ნივთიერებების და მათი ანალოგების უკანონო წარმოება - გადამუშავება - შეძენა- გადატანისთვის ოჩამჩირის მკვიდრი ავთანდილ ხარჩილავა დააკავეს. მის წინააღმდეგ აღძრულია სისხლის სამართლის საქმე.

სამართალდამცავების ინფორმაციით, მათ ხარჩილავას პირადი ჩხრეკისას, რომელიც 15 ივნისს ოჩამჩირეში დააკავეს, რამდენიმე შეკვრა ფსიქოტროპული ნივთიერება ამოიღეს. ამავე ცნობით, ანალოგიური შეკვრები დაკავებულის სატრანსპორტო საშუალებაშიც იპოვეს. გარდა ამისა, ხარჩილავამ პოლიციელებს ენგური- ფსოუს ტრასაზე და ოჩამჩირეში რამდენიმე სამალავი უჩვენა, სადაც ასევე მსგავსი შეკვრები აღმოაჩნეს.

საექსპერტო - კრიმინალისტური სამსახურის ცნობის თანახმად, ამოღებული ნარკოტიკული ნივთიერება "მეტადონის" რაოდენობამ 5,665 გრამი შეადგინა.
დაკავებულს აღმკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

Print