რეგიონი
იძულების შესაძლო ფაქტი GEM Fest-ზე

GEM Fest-ის ტერიტორიაზე ერთი პირის მიმართ იძულების მუხლით სისხლის სამართლის საქმე აღიძრა. კერძოდ, საქმე ეხება 150-ე მუხლს, რომელიც ადამიანისათვის ქმედების

თავისუფლების უკანონო შეზღუდვას, ესე იგი მის ფიზიკურ ან ფსიქიკურ იძულებას გულისხობს. ინფორმაცია რადიო "ათინათს" შს სამინისტროში დაუდასტურეს. ჰქონდა თუ არა გაუპატიურების მცდელობას ადგილი, უწყებაში აცხადებენ, რომ ამას მოგვიანებით ექპერტიზა დაადგენს.

იძულების შესაძლო ფაქტის შესახებ GEM Fest-ის ადმინისტრაცია ინფორმაციას არ ფლობს.

მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, GEM fest-ზე, უცხო ქვეყნის მოქალაქემ ფესტივალის მონაწილე გოგონას გაუპატიურება დაუპირა, რა დროსაც გოგონამ მას თავდაცვის მიზნით ქვა ჩაარტყა.

 


Print