ახალი ამბები
უშბაზე ორ დაკარგულ ტურისტს ეძებენ
უშბაზე გერმანელ ტურისტებს ეძებენ. მესტიის გამგებლის, კაპიტონ ჟორჟოლიანის ინფორმაციით, მამა-შვილის კვალი პირველი აგვისტოდან დაიკარგა. “უკვე რამდენიმე დღეა, შესაბამისი სამსახურები ეძებენ, მათ შორის, ვერტფრენით. სამწუხაროდ, ჯერჯერობით, მათი არანაირი კვალი არ ჩანს“, - უთხრა რადიო „ათინათს“ ჟორჟოლიანმა.

შს სამინისტროს ცნობით, საგანგებო სიტუაციათა მართვის სამსახური დაკარგულებს 5 აგვისტოდან მას შემდეგ ეძებს, რაც შეტყობინება შევიდა.

Print