რეგიონი
სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციამ ნარკოდანაშაულისთვის ერთი პირი დააკავა
შსს-ს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ბათუმში 1994 წელს დაბადებული ვ.მ. დააკავეს. სამინისტროს ინფორმაციით, მას ბრალად განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა ედება.

უწყების ცნობით, სამართალდამცველებმა, დაკავებულის პირადი ჩხრეკისას, 769 აბი ნარკოტიკული საშუალება „სუბოქსინი“ ამოიღეს. მათივე ინფორმაციით, ბრალდებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.

გამოძიება სსკ-ის 260-ე მუხლით მიმდინარეობს.

Print