ზუგდიდში მწვანე ბარათთან დაკავშირებით საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა (ვიდეო)
17:12 / 25.09.2017
ზუგდიდის ცენტრალური ბიბლიოთეკასთან არსებულ ამერიკულ კუთხეში მწვანე
ბარათების (GREEN CARD) შესახებ
საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა. პრეზენტაციას გათამაშების პირობებით
დაინტერესებული მოქალაქეები დაესწრნენ. მწვანე ბარათის შევსების
თარიღი, ინსტურქციები და პროცედურები ზუგდიდელებს საქართველოში აშშ-ის
საკონსულოს წარმომადგენლებმა გააცნეს.
2019 წლის მწვანე ბარათის გათამაშების სარეგისტრაციო პერიოდი 2017
წლის 3 ოქტომებრს 20:00 საათიდან იწყება და ამავე წლის 7 ნოემბრის
20:00 საათზე დასრულდება. მსურველებს განაცხადის შევსება
www.dvlottery.state.gov-ზე შეუძლიათ.
მწვანე ბარათი აშშ-ს საემიგრაციო სტატუსის დამადასტურებელი ბარათის
არაფორმალური სახელია. ამ სტატუსს აშშ-ს მუდმივი რეზიდენტი ეწოდება და
მფლობელს უფლებას აძლევს, ლეგალურად იცხოვროს და იმუშაოს ამერიკის
შეერთებულ შტატებში, ისარგებლოს სახელმწიფო სამედიცინო დაზღვევით,
მიიღოს კრედიტი შეღავათიანი პირობებით და ჰქონდეს აშშ-ს სოციალური
დაზღვევის ნომერი.
მასალის გამოყენების პირობები