ახალი ამბები
სამეგრელოში დიდი რაოდენობით უაქციზო სიგარეტი ამოიღეს
14-18 მაისს, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის სამეგრელოს, გურიისა და ზემო სვანეთის განყოფილების თანამშრომლებმა, ქალაქ ზუგდიდში, ხობის რაიონ სოფელ საგვიჩიოში და ზუგდიდის რაიონ სოფელ რუხში დიდი რაოდენობით უაქციზო სიგარეტის შენახვა-გადაზიდვის ფაქტები გამოავლინეს. ინფორმაციას შემოსავლების სამსახური ავრცელებს.

უწყების ცნობით, სულ ამოღებულია 11 ათას 700 ღერი სიგარეტი.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 192-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, კანონდამრღვევ მოქალაქეებს ჩამოერთვათ საქონელი. საქმეთა მასალები, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 241-ე მუხლის შესაბამისად, ქვემდებარეობით შესაბამის სასამართლოს გადაეგზავნა.

Print