თერჯოლის გადასახვევთან, ავტობანზე დიდი სიჩქარით მოძრავი მსუბუქი ავტომანქანა გზიდან გადავარდა და ცეცხლი გაუჩნდა.ინფორმაციას TV პირველი ავრცელებს.
ტელეკომპანიის ცნობით, დაშავებულია 4 ადამიანი, რომელთაგან ორის მდგომარეობა მძიმეა. ამავე ცნობით, მანქანა საქორწინო კორტეჟში შედიოდა, რომელიც თბილისიდან ზუგდიდისკენ მიემართებოდა.
 წყარო: ტელეკომპანია პირველი
წყარო: ტელეკომპანია პირველი			
მასალის გამოყენების პირობები