ზუგდიდის ამპუტანტ ფეხბურთელთა გუნდი საქართველოს პირველობისთვის იბრძვის (ვიდეო)
15:55 / 16.03.2019
ამპუტანტ ფეხბურთელთა გუნდი „ოდიში“ საქართველოს პირველობისთვის ბრძოლას განაგრძობს. ფეხბურთელები დღეს ზესტაფონის გუნდს შეხვდნენ და ანგარიშით 2-1 დამარცხდნენ.
„დაძაბული და საინტერესო თამაში იყო. ძალისხმევა არ დაგვიშურებია, თუმცა ეს თამაში წავაგეთ. მომდევნო თამაში აქ, ზუგდიდში გაიმართება, რომელიც აუცილებლად უნდა მოვიგოთ“, - აღნიშნა გუნდის კაპიტანმა გულადი ფიფიამ. „ოდიში“ 23 მარტს "ბათუმს"დაუპირისპირდება და მოგების შემთხვევაში, პირველობისთვის აღმოსავლეთ საქართველოს გუნდების დამარცხებას შეეცდება.
მასალის გამოყენების პირობები