გამომსვლელი "ზვიადისტების" ფორუმზე: მიაწვიდეთ ხმა ყველას, არ გვინდა გადამთიელი, მხარს ვუჭერთ ზუგდიდელ გეგას (ვიდეო)
15:23 / 08.05.2019
მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეში გამართული ეროვნული მოძრაობის ფორუმზე ერთ-ერთმა გამომსვლელმა, ეროვნული მოძრაობის წევრმა და ბაღის აღმზრდელმა ნათია იზორიამ შეკრებილებს
„ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატის გიორგი შენგელიას მხარდაჭერისკენ მოუწოდა. მისი თქმით, სამეგრელო და ზუგდიდი საფრთხის წინაშეა და ხალხი არ უნდა გადაშენდეს.
„სამეგრელო - ზუგდიდი საფრთხის წინაშეა. აღელვებული ვარ, როგორც დედა. არ ვიცი, ვის უნდა ჩვენი გადაგვარება. ზუგდიდიდან იწყება ჩვენი წარღვნა... მე გთხოვთ, ზუგდიდს ვთხოვ, აღარ გვინდა გადამთიელი და სულ არ მრცხვენია ამის თქმის. ჩვენ გეგას ვუჭერთ მხარს, კომბინატში გაზრდილი კაცია, ზუგდიდელია. გთხოვთ, მიაწვდინოთ ხმა ყველას“, - თქვა სიტყვით გამოსვლისას იზორიამ. ზუგდიდში, მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეში ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის, საქართველოს პირველი პრეზიდენტის მომხრეები არიან შეკრებილები. მათი მტკიცებით, აქ ეროვნული ფორუმი მიმდინარეობს. მათ სკამებზე გაზეთი დახვდათ, რომელშიც მიხეილ სააკაშვილისა და სანდრა რულოვსის განცხადებებია ზვიად გამსახურდიას შესახებ, ასევე, დარბაზში გამოფენილია „ქართული ოცნების“ დროშა.
მასალის გამოყენების პირობები