ზუგდიდის ცენტრალურ ბულვარში აქცია სახელწოდებით „ვერ დაგვაბრმავებთ“ დაიგეგმა. სოციალურ ქსელში შეკრება სამოქალაქო აქტივისტმა ცაბუნია ვართაგავამ დაანონსა.    
„გამოდით მშვიდობიან საპროტესტო აქციაზე“, - წერია ღონისძიების აღწერაში. 
აქციის მონაწილეები გუშინ რუსთაველზე აქციის ძალის გამოყენებით დაშლას გააპროტესტებენ.
 ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, გუშინ სულ 240-ზე მეტი ადამიანი დაშავდა, მათ შორის არიან აქციის მონაწილეები, ჟურნალისტები და სამართალდამცავები. მათ ნაწილს ქირურგიული ჩარევა დასჭირდა, ორმა ადამიანმა რეზინის ტყვიით დაზიანების გამო თვალი დაკარგა.  
ფოტო: ნიკოლოზ ურუშაძეამავე თემაზე:
აქციის დაშლისას დაშავებულ ზუგდიდელ მსახიობს თვალი შეუნარჩუნეს			 
			
მასალის გამოყენების პირობები