ფოთში ახალგაზრდობისა და ზაფხულის დღეების ღონისძიებებისთვის 13 ათასამდე ლარი გამოიყო									
			
		
						
			
			
			
								ფოთში 12 აგვისტოს ახალგაზრდობის დღის აღსანიშნავად ქალაქის მერიამ ტენდერი გამოაცხადა, რომლის შესყიდვის ღირებულება 7 ათასამდე ლარია. სატენდერო დოკუმენტაციის თანახმად,   
გამარჯვებულმა კომპანიამ ამ დღეს საქართველოში ცნობილი, არანაკლებ 5 წევრიანი ბენდის კონცერტის ჩატარება უნდა უზრუნველყოს მევილიონისა და საქსაფონისტის მონაწილეობით, ასევე, უნდა გაიმართოს ელექტრონული მუსიკის შოუ, ამ დღეს სხვადასხვა სპორტულ შეჯიბრში მონაწილეებისთვის კი გამზადდეს და დარიგდეს 42 მედალი და 9 ცალი თასი. ამავე დღეს ფერების ფესტივალიც მოეწყობა, საბოლოოდ ღონისძიება ფოიერვერკით დასრულდება. 
ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიმ ზაფხულის დღეებისადმი მიძღვნილი ღონისძიებაც უნდა ჩაატაროს, რაც ქალაქის მერიას, დაახლოებით, 6 ათასი ლარი დაუჯდება. 
ღონისძიების ფარგლებში, არანაკლებ 15 წევრიანი ცნობილი ბენდის კონცერტი და ელექტრონული მუსიკის შოუ უნდა გაიმართოს, რაც საღამოს ფერადი ბოლისა და ფრანების გაშვებით დასრულდება. 
ტენდერში მონაწილეობის მიღება მსურველებს 24-დან 26 ივლისის ჩათვლით შეუძლიათ. ორივე ღონისძიება აგვისტოშია დაგეგმილი. 
			
			
											 
					
მასალის გამოყენების პირობები