ჩხორიაში ავარიის შედეგად დაშავებულები სკოლის მოსწავლეები არიან (ვიდეო)
15:19 / 31.10.2019
სოფელ ჩხორიაში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული სამივე ახალგაზრდა ზუგდიდის მე-7 სკოლის მე-12 კლასის მოსწავლე არის.
ინფორმაცია რადიო „ათინათს“ საგანმანათლებლო რესურსცენტრში დაუდასტურეს. მედიკოსების თქმით, ერთი მათგანის მდგომარეობა კრიტიკულია და ის მართვით სუნთქვაზე იმყოფება. დანარჩენი ორის ჯანმრთელობის მდგომარეობა კი დამაკმაყოფილებელია.
ცოტა ხნის წინ სოფელ ჩხორიასთან მოძრავი ავტომობილი სავალი ნაწილიდან გადავიდა და ხეს შეეჯახა. შედეგად სამი ადამიანი დაშავდა. ადგილზე მობილიზებული იყო სამაშველო და სასწრაფო დახმარების ბრიგადა.
მასალის გამოყენების პირობები