რეგიონი
ხობში „ქართული ოცნების“ ოფისის „დაბოქლომება“ სცადეს
ხობში „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა მმართველი პარტიის ოფისის „დაბოქლომება“ სცადეს, თუმცა მათ ამის საშუალება „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებმა არ მისცეს. მათ შორის სიტყვიერი დაპირისპირება და შეხლა-შემოხლა რამდენიმე წუთი გაგრძელდა. ბოლოს, ენმ-ის წევრებს ბოქლომი წაართვეს და სიმბოლურად ცოცხები შესთავაზეს.



„ხობის მაჟორიტარი დაჩი ბერაია არის რაიონის სირცხვილს. ბიძაშვილ-მამიდაშვილის კანტორად რომ აქცია აქაურობა და ვითომ ივანიშვილს შეეწინააღმდეგა, დავაბოქლომებთ მაინც", - თქვა აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა ია ჯიშკარიანმა.

ადგილზე უსაფრთხოების მიზნით სამართალდამცავები იყვნენ მობილიზებულები.
Print