სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური ზუგდიდში შეხვედრას მართავს (ვიდეო)
12:53 / 17.08.2020
სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური სამეგრელოს რეგიონში მოქმედ უწყებებთან და ორგანიზაციებთან ზუგდიდში შეხვედრას მართავს.
ღონისძიება სახელმწიფო ინსპექტორმა ლონდა თოლორაიამ გახსნა.
უწყების ინფორმაციით, შეხვედრების მიზანი სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საქმიანობისა და ფუნქციების შესახებ მონაწილეთა ინფორმირება, არსებულ გამოწვევებზე მსჯელობა და ადგილობრივ დონეზე თანამშრომლობის გაღრმავებაა. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის თანამშრომლებმა სტუმრებს მიაწოდეს ინფორმაცია სამსახურის მიერ წლის განმავლობაში განხორციელებული ღონისძიებების, ტენდენციებისა და სტატისტიკური მონაცემების შესახებ.
ზუგდიდში გამართულ შეხვედრებს ადგილობრივი თვითმმართველობის, სსიპ საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის, სოციალური მომსახურების სააგენტოს, სახალხო დამცველის აპარატისა და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
მასალის გამოყენების პირობები