ახალი ამბები
სოხუმმა კორონავირუსის კიდევ 40 შემთხვევა დაადასტურა
აფხაზეთში გასული დღე - ღამის განმავლობაში 182 პირის ბილოგიური მასალა გამოიკვლიეს, მათგან 40 -ს კორონავირუსი დაუდასტურდა. ინფორმაციას "აფსადგილ ინფო" ავრცელებს მოსახლეობის კორონავირუსისგან დაცვის მიზნით შექმნილი ოპერატიული შტაბის მონაცემებზე დაყრდნობით.

გუდაუთის საავადმყოფოში ამ ეტაპზე 40 კოვიდინფიცირებული პირი გადის მკურნალობას, მათგან 6 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა.

პანდემიის დაწყებიდან  დღემდე სოხუმმა Covid 19-ით ინფიცირების 466 შემთხვევა დაადასტურა. გამოჯანმრთელებულთა რიცხვი 154-ს შეადგენს, 4 პაციენტი კი გარდაიცვალა


Print