ზუგდიდის ცენტრში, სადაც უკვე 3 საათზე მეტია სპეცოპერაცია მიმდინარეობს, ცოტა ხნის წინ ჯავშანმანქანებმა ჩაიარეს.  პერიმეტრს  
მთლიანად სამართალდამცავები აკონტროლებენ. 
შეიარაღებული თავდამსხმელი ზვიად გამსახურდიას ქუჩაზე მდებარე "საქართველოს ბანკის" ფილიალის შენობაში 20 - მდე მძევალს აკავებს. მათი უმეტესობა ბანკის თანამშრომელია, ნაწილი კი ბანკის მომხმარებელი, რომელიც თავდასხმის მომენტში შენობაში იმყოფებოდა. 
შეიარაღებული მამაკაცი ბანკის შენობაში დაახლოებით
 3 საათის წინ შეიჭრა. თვითმხილველების ინფორმაციით, მან შენობაში შესვლამდე ცეცხლსასროლი იარაღიდან 3-ჯერ ჰაერში გაისროლა.
შსს-მ მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე, 236-ე და 144-ე მუხლებით დაიწყო. 			
მასალის გამოყენების პირობები