12:00 საათისთვის ზუგდიდში კენჭისყრაში მონაწილეობა 10,67%-მა მიიღო									
			
		
						
			
			
			
								12:00 საათის მონაცემებით, ზუგდიდის #27-ე მაჟორიტარულ ოლქში კენჭისყრაში მონაწილეობა 12 830 მოქალაქემ მიიღო, რაც რეგისტრირებული ამომრჩევლის 10,67 %-ს შეადგენს.    
საოლქო კომისიის თავმჯდომარის მირანდა მესხის ინფორმაციით, დარღვევები არ ფიქსირდება და არჩევნები მშვიდ გარემოში მიმდინარეობს.
ინფორმაციისთვის, ამ დროისთვის პირველ ტურში მოქალაქეების აქტივობა 16%-ზე მეტი იყო.
 #27-ე მაჟორიტარულ ოლქში სულ 120 255 ამომრჩეველია რეგისტრირებული.			
			
											 
					
მასალის გამოყენების პირობები