ახალი ამბები
ფინანსურმა პოლიციამ მარტვილში, დაახლოებით, 20 კგ უაქციზო თუთუნი ამოიღო
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის თანამშრომლებმა მარტვილის რაიონის სოფელ ბანძაში 20,56 კილოგრამი უაქციზო თუთუნის ტრანსპორტირების ფაქტი გამოავლინეს.

უწყების ინფორმაციით, კანონდამრღვევ მოქალაქეს უაქციზო საქონელი ჩამოერთვა.

ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული შესაძლო დანაშაულის ნიშნების არსებობის გამო, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 271-ე მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად, საქმის მასალები საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეგზავნა.
Print