ახალი ამბები
კორონავირუსით სამეგრელოს კიდევ ერთი მცხოვრები გარდაიცვალა
კორონავირუსის ინფექციით სამეგრელოს მცხოვრები 73 წლის ქალი გარდაიცვალა. სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, 1947 წელს დაბადებული ქალი აბაშაში ცხოვრობდა და ის მკურნალობის კურსს ქუთაისის რეგიონალურ ცენტრში გადიოდა.

სამეგრელოს 6 კოვიდმიმღებ კლინიკაში 195 ინფიცირებული მკურნალობს, ბოლო 24 საათში 216 კოვიდდადებითი გამოჯანმრთელდა, საკარანტინო ზონაში კი 93 პირი რჩება.

Print