ახალი ამბები
ზუგდიდში 600 კოლოფი უაქციზო სიგარეტი ამოიღეს
შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ზუგდიდის მუნიციპალიტეტში 600 კოლოფი უაქციზო თამბაქოს ნაწარმის მართლსაწინააღმდეგო შენახვა-გადაზიდვის ერთი ფაქტი გამოავლინეს.

უწყების ცნობით, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის შესაბამისად, სამართალდამრღვევ მოქალაქეს ჩამოერთვა უაქციზო საქონელი.

აღნიშნულ ფაქტზე, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 271-ე მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად, საქმის მასალები ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეგზავნა.

Print