სენაკში, მშვიდობის ქუჩაზე ერთსართულიანი საცხოვრებელი სახლი დაიწვა. მეზობლების ინფორმაციით, მეპატრონე სახლში არ იმყოფებოდა, რადგან კოვიდინფიცირებულია და საავადმყოფოში გადის მკურნალობის კურსს.  
მათივე თქმით, ცეცხლი, სავარაუდოდ, ელექტროსადენებს გაუჩნდა.
ამ ეტაპზე ადგილზე 2 სახანძრო-სამაშველო ბრიგადა იმყოფება და ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს. 
			
			
											 
					
მასალის გამოყენების პირობები