ახალი ამბები
ზუგდიდში კალიგრაფიის კონკურსი ქართულ-უკრაინულ ურთიერთობებს მიეძღვნება
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ბიბლიოთეკების მართვის ცენტრისა და ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიის ახალგაზრდობის განათლებისა და კულტურის ცენტრის ერთობლივი კონკურსისთვის "ქართული კალიგრაფია 2022" განაცხადების მიღება დაიწყო. ორგანიზატორების განმარტებით, წელს მონაწილეებს ნამუშევრების წარდგენა ორ - ქართულ და უკრაინულ ენებზე შეეძლებათ.  

კონკურსი ჩატარდება ოთხ ასაკობრივ ჯგუფში, მათ შორის: უმცროს (III-V კლასები), საშუალო (VI-VIII კლასები), უფროს (IX-XIIკლასები) და ზრდასრულ (18 წელს ზემოთ ასაკის ადამიანები) კატეგორიაში.

მსურველებს ნამუშევრების ონლაინ ფორმაში ატვირთვა 31 მარტის ჩათვლით შეეძლებათ.


Print