ახალი ამბები
ზუგდიდში მაღაზია "ელიტ ელექტრონიქსი" გაქურდეს
ზუგდიდში, კიკალიშვილის ქუჩაზე მდებარე ტექნიკის მაღაზია ელიტ ელექტრონიქსი გაქურდეს. "ათინათის" ინფორმაციით შემთხვევა წუხელ, გვიან ღამით მოხდა. უცნობმა პირმა მაღაზიის კარი შეამტვრია და რამდენიმე მობილური წაიღო. 

ადგილზე დილიდან ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობდნენ.
Print