საქართველოსთან საზღვაო მიმოსვლაზე მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ - სოჭის ნავსადგური									
			
		
						
			
			
			
								სოჭის საზღვაო ნავსადგური მოლაპარაკებებს აწარმოებს შავ ზღვაზე "საქართველოსა და  აფხაზეთის მიმართულებით სამგზავრო მიმოსვლის თაობაზე". ამის შესახებ TASS - ს სოჭის საზღვაო ნავსადგურის გენერალურმა დირექტორმა იური   
ვლადიმეროვმა განუცხადა.
"... .  განზრახული გვაქვს  [მიმოსვლა] ამ ზაფხულს დავიწყოთ", -  განაცხადა მან და დააზუსტა, რომ სოჭიდან საქართველოში მგზავრების ტრანსპორტირება, თავდაპირველად, ბათუმის მიმართულებით იგეგმება. 
"ძალიან დიდი მოთხოვნაა საზღვაო მიმოსვლის ახალი მარშრუტებზე. ვეცდებით, ჩვენი ტურისტების მოთხოვნები მაქსიმალურად დავაკმაყოფილოთ, განვვითარდეთ ამ მიმართულებით", -. უთხრა გამოცემას ვლადიმეროვმა. 
ინფორმაციისთვის, უფრო ადრე რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა საქართველოსთან საჰაერო მიმოსვლის აღდგენის იმედი გამოთქვა. ინიციატივას მხარი მმართველმა პარტიამ "ქართულმა ოცნებამ" დაუჭირა.
			
			
											 
					
მასალის გამოყენების პირობები