ზუგდიდის ცენტრში საავტომობილო მოძრაობა დღეიდან შეიზღუდა
11:11 / 24.05.2023
დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებული ღონისძიებების სამზადისის გამო ზუგდიდის ცენტრალურ ქუჩებზე გარკვეული შეზღუდვები დაწესდა.
ზუგდიდის მერიის ინფორმაციით, მოძრაობა ნაწილობრივ შეზღუდულია ზვიად გამსახურდიას გამზირზე. ასევე, თეატრის ქუჩის ნაწილიდან იონა მეუნარგიას ქუჩის გადასახვევამდე და ზურაბ ნარმანიას ქუჩაზე. ამავე ცნობით, შეზღუდვები 26 მაისის ჩათვლით იმოქმედებს.
მასალის გამოყენების პირობები