რეგიონი
დასავლეთ საქართველოში ჰაერის ტემპერატურა 37 გრადუსამდე მოიმატებს
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 6-7 ივლისს დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელია ცხელი და უმეტესად უნალექო ამინდი.

სააგენტოს ცნობით,  ჰაერის ტემპერატურა ზოგან +35, +37 გრადუსამდე მოიმატებს.

ამასთან, 8-9 ივლისს ტემპერატურა +25, +30 გრადუსამდე დაიკლებს და მოსალოდნელია წვიმა ელჭექით.

,,აღმოსავლეთ საქრთველოში 10 ივლისამდე შენარჩუნდება მაღალი ტემპერატურული ფონი (+30, +35 გრადუსი). ზოგან მოსალოდნელია წვიმა ელჭექით და სეტყვა'', - აღნიშნავენ სააგენტოში.
Print