ოკუპირებულ აფხაზეთში წინასწარი დაკავების იზოლატორიდან გაქცეულ მამაკაცს ეძებენ. ინფორმაციას დე ფაქტო რესპუბლიკის შსს-ს პრესსამსახური ავრცელებს.
 
ამავე ცნობით,  35 წლის გურგენ კირაკოსიანი  დრანდის ციხიდან 13 აგვისტოს გაიქცა.  სოფელ იაშტუხის მკვიდრი, "მკვლელობისა და იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების" ბრალდებით იყო დაკავებული.
 
 "ამ დრომდე გრძელდება ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებები მსჯავრდებული გ.ა.კირაკოსიანის დაკავების მიზნით", - ვკითხულობთ ინფორმაციაში.  
			
			
											 
					
მასალის გამოყენების პირობები