რეგიონი
შოვში სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს ზუგდიდში მცხოვრები ჯარისკაცი დაიღუპა
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ცნობით,  შოვში სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს თავდაცვის ძალების ეროვნული გვარდიის მე-10 ტერიტორიული თავდაცვის ბრიგადის უფროსი ინსტრუქტორი გარდაიცვალა.

უწყების ინფორმაციით, თემურ ხარჩილავას გარდაცვალების მიზეზი, სავარაუდოდ, გულის შეტევაა.

„საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს თავდაცვის ძალების ეროვნული გვარდიის მე-10 ტერიტორიული თავდაცვის ბრიგადის უფროსი ინსტრუქტორის, 1973 წელს დაბადებული თემურ გენოს ძე ხარჩილავას გარდაცვალების გამო. 2023 წლის 29 აგვისტოს სასწავლო ცენტრ „სორტას“ მე-2 სასწავლო კურსის ინსტრუქტორი ონის მუნიციპალიტეტში, შოვში სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდა და მიმდინარე სამაშველო სამუშაოების დროს, სავარაუდოდ, გულის შეტევით გარდაიცვალა'', - აღნიშნულია თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.

დაღუპული აფხაზეთიდან დევნილია. ის ზუგდიდში, კომბინატის დასახლებაში ცოლ-შვილთან ერთად ცხოვრობდა. გარდაცვლილს სამი შვილი დარჩა.

3 აგვისტოს რაჭაში, შოვში მეწყერი ჩამოწვა, დღევანდელი მონაცემებით, ნაპოვნია 31 ადამიანის ცხედარი, ორს ამ დრომდე ეძებენ.


ამავე თემაზე:



„ოპერაციაში წამიყვანეთ, ოღონდ ვიცოცხლო“, - შოვში გადარჩენილი სენაკელი მამა-შვილის ამბავი (ფოტო/ვიდეო/აუდიო)



Print