ახალი ამბები
დემოკრატიული სკოლების კონკურსში ჩხოროწყუს აფხაზეთის N10 საჯარო სკოლამ გაიმარჯვა
დემოკრატიული სკოლების კონკურსის გამარჯვებული სამეგრელო - ზემო სვანეთში #სსიპ აფხაზეთის N10 საჯარო სკოლა გახდა.

კონკურსი "წლის დემოკრატიული სკოლა“ USAID სამოქალაქო განათლების პროგრამის ფაგრლებში იყო გამოცხადებული. მასში საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო საჯარო და კერძო სკოლებს შეეძლოთ მონაწილეობა.

ჩვენი რეგიონიდან კონკურსში 7 საჯარო სკოლა იყო ჩართული.

საქართველოს მასშტაბით, დამოუკიდებელმა ჟიურიმ, 5 გამარჯვებული საჯარო სკოლა გამოავლინა.



დაჯილოდების ცერემონია დღეს, 30 სექტემბერს, გაიმართა.

კონკურსი "წლის დემოკრატიული სკოლა“ საქართველოში პირველად ჩატარდა.

Print