ახალი ამბები
სექტემბრის თვეში სამეგრელო - ზემო სვანეთში ხე - ტყის უკანონო მოპოვების 23 ფაქტი გამოვლინდა
2023 წლის 1 სექტემბრიდან 30 სექტემბრის ჩათვლით, სამეგრელო-ზემო სვანეთში უკანონო ტყითსარგებლობის 23 ფაქტი გამოავლინეს.

ინფორმაციას გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ავრცელებს.

უწყების ცნობით, საქართველოს მასშტაბით 188 ფაქტი დაფიქსირდა. მათ შორის, 138 ხე-ტყვის უკანონო მოპოვება-ტრანსპორტირებას ეხება, 50 კი სახერხი საამქროების მიერ ტექნიკური რეგლამენტის დარღვევის გამოვლენის ფაქტია.

"ჯამში, ამოღებულია უკანონოდ მოპოვებული 193 კუბურ მეტრზე მეტი მოცულობის ხე-ტყე. ამავე პერიოდში დაფიქსირდა სახერხი საამქროს ტექნიკური რეგლამენტის დარღვევის 46 ფაქტი. ასევე, ქვეყნის მასშტაბით ამოღებულია 4 ერთეული არარეგისტრირებული სახერხი საამქრო'', - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

სამინისტროს განმარტებით, მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის უწყებებში გადაიგზავნა.



Print