რეგიონი
ზუგდიდში 1700 დევნილი ოჯახისთვის კორპუსები შენდება - სამინისტრო
საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, დევნილთა განსახლების ახალი პროექტი დაიწყო.

ამის შესახებ ინფორმაციას დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით,  კომპლექსების მშენებლობა, ერთდროულად, ქვეყნის 5 ქალქში მიმდინარეობს, მათ შორის არის ზუგდიდი, სადაც 7 კორპუსი შენდება 1700 დევნილი ოჯახისთვის.

სამინისტროს განმარტებით, ჯამში, განსახლების პროგრამებით, 2023-2025 წლებში, 13 ათასი დევნილი ოჯახი განსახლდება.

პროექტის ბიუჯეტი 900 მილიონი ლარია.




Print