ახალი ამბები
ოჩამჩირეში ხანძარს ერთი ადამიანი ემსხვერპლა
ოჩამჩირის რაიონში მომხდარ ხანძარს მსხვერპლი მოჰყვა. ინფორმაციას აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის საგანგებო სიტუაციების სამინისტრო ავრცელებს. ამავე ცნობით, ცეცხლი სოფელ ჭლოუში მდებარე სახლს გაუჩნდა.

"საგანგებოში" შეტყობინება დილის საათებში შევიდა, თუმცა მეხანძრე - მაშველების მისვლამდე, სახლი მთლიანად დაიწვა.


ხანძრის შედეგად, 60 წლის ქალი დაიღუპა. მომხდარის მიზეზები ჯერჯერობით დაუდგენელია.

Print