რეგიონი
დაგროვებითი პენსიით 7 095 პირმა ისარგებლა - საპენსიო სააგენტო
საპენსიო სააგენტოს ინფორმაციით, 2023 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, დაგროვებითი პენსიით ისარგებლა 7 095 ადამიანმა.


როგორც სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, მათ მიერ მიღებული პენსიის ჯამური რაოდენობა 21 მილიონ 557 ათასი ლარია.


ამავე ინფორმაციით, საპენსიო სქემის მონაწილეთა რაოდენობა 1 477 000 ადამიანია, წმინდა ამონაგებმა, კი 856,7 მილიონი ლარი შეადგინა.


ინფორმაციისთვის, გასულ წელს დაგროვებითი პენსიით 2 701-მა პირმა ისრგებლა, სქემაში კი გაწევრიანებული იყო 1 მილიონ 337 ათასი ადამიანი.




Print