ახალი ამბები
2023 წელს სამეგრელოში 407 პირს ნარკოტიკული თრობა დაუდასტურდა - შსს
შსს-ს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის ნარკოლოგიური შემოწმების სამსახურის სტატისტიკით, 2023 წელს სამეგრელოში ნარკოტიკულ ზემოქმედებაზე 521 პირი შემოწმდა, მათგან 407-ს კი ნარკოტიკული თრობა დაუდასტურდა.

სტატისტიკაზე დაყრდნობით, ასაკის მიხედვით დადასტურებული შემთხვევები შემდეგნაირად ნაწილდება:

18-24 წლამდე ასაკობრივ კატეგორიაში - 28 მოქალაქე.

25-44 წლის ასაკობრივ ჯგუფში - 227 პირი. 

45-60 წლის მოქალაქეებში - 141 ადამიანი. 

60 წლის ზევით კატეგორიაში - 11 პირი.

ქვეყნის მასშტაბით, შსს-ს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის ნარკოლოგიური შემოწმების სამსახურის თანამშრომლებმა სულ 5492 ადამიანი გამოიკვლიეს, აქედან 4023-ს კი გამოუვლინდა ნარკოტიკული თრობა.


Print