ახალი ამბები
სამეგრელო - ზემო სვანეთში საგზაო მოძრაობის წესების 192 523 შემთხვევა გამოვლინდა - შსს
შსს-ს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის სტატისტიკით, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში საგზაო მოძრაობის წესების დარღვევის 192 523 ფაქტი მოხდა.

მონაცემებზე დაყრდნობით, აქედან, 1 244 პირი ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობაში მართავდა ავტოტრანსპორტს.
13 317 შემთხვევა უკავშირდება უსაფრთხოების ღვედის გამოუყენებლობას, 9 760 კი მართვისას მობილურით სარგებლობას.

28 236 სამართალდარღვევა აღირიცხა მძღოლის მიერ დადგენილი სიჩქარის გადაჭარბების დროს.

ამავე სტატისტიკის მიხედვით, 28 369 პირმა ტექნიკური ინსპექტირების წესი დაარღვია.
Print