ჩხოროწყუს მერთან, დავით გოგუასთან ფიზიკური დაპირისპირების გამო, მერიის სპორტის განყოფილების ყოფილი უფროსი ედემ კვარაცხელია დააკავეს.     
ინფორმაცია რადიო 
"ათინათს" შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურმა დაუდასტურა. 
მათივე განმარტებით, გამოძიება მიმდინარეობს 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით,  რაც საზოგადოებრივი წესრიგის დამცველი ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენლების მიმართ წინააღმდეგობას, მუქარას ან ძალადობას გულისხმობს.
აღნიშნული ინციდენტი რამდენიმე 
დღის წინ მოხდა, გამოძიება კი, თავდაპირველად,  სს კოდექსის 126-ე, ძალადობის მუხლით დაიწყო. 			
მასალის გამოყენების პირობები