რუსეთი ოკუპანტია - ფოთის თეატრის მსახიობები სპექტაკლის შემდეგ (ვიდეო)
10:50 / 28.04.2024
რუსეთი ოკუპანტია - ასე მიმართეს ფოთის ვალერიან გუნიას სახელობის სახელმწიფო პროფესიული თეატრის მსახიობებმა სპექტაკლის შემდეგ დამსწრეებს.
მსახიობმა გიორგი სურმავამ აღნიშნა, რომ ფოთის თეატრი სათქმელს ყოველთვის ხმამაღლა ამბობს.
“დღეს ყველამ კარგად იცით, ვინც იცნობთ ფოთის თეატრს, რომ ფოთის თეატრი შემოქმედებითად ყოველთვის დგამს და აკეთებს ისეთ სპექტაკლებს, როგორიც საჭიროა. დღეს ჩავთვალეთ საჭიროდ, რომ კიდევ ერთი განცხადება გავაკეთოთ და ყველას ვუთხრათ ხმამაღლა, რომ რუსეთი ოკუპანტია”,- თქვა სურმავამ.
მასალის გამოყენების პირობები