ახალი ამბები
როგორი ამინდი იქნება მომდევნო დღეებში საქართველოში
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 12 მაისიდან - 14 მაისის დღის ბოლომდე საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა.

როგორც სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, დასავლეთის მიმართულების ნავარაუდევია ძლიერი ქარი, შესაძლებელია ელჭექი, სეტყვა, ზღვაზე 3-4 ბალიანი შტორმული ღელვა, მაღალმთაში ზოგან თოვლი.

სააგენტოს ცნობით, მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა საქართველოს მდინარეებზე შესაძლებელია წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს.
Print