ახალი ამბები
მარტვილში მამამ შვილი დაჭრა
მარტვილის სოფელ ნალეფსაოში მამამ შვილი სანადირო თოფით დაჭრა. მომხდარის დეტალები ჯერჯერობით უცნობია, დაშავებული მამაკაცი კლინიკაშია გადაყვანილი, დანაშაულში ბრალდებული კი დაკავებულია.

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19 -109 მუხლით დაიწყო, რაც დამამძიმებელ გარემოებაში ოჯახის წევრის მიმართ განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.


Print