ახალი ამბები
თბილისი-სენაკი-ლესელიძის გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება
თბილისი-სენაკი-ლესელიძის საგზაო მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობის სპეციალური რეჟიმი დაწესდება.

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, მიზეზი საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის მე-40 კმ-ზე, მდინარე ქსნის ხიდის დასავლეთ მიმართულებაზე სარეაბილიტაციო სამუშაოებია, რის გამოც სავალ ნაწილზე მოძრაობა შეიზღუდება და განხორციელდება ცალი ზოლის მეშვეობით.

დეპარტამენტის ცნობით, აღნიშნულ მონაკვეთზე მოძრაობა დღეიდან ორი თვის განმავლობაში შეიზღუდება.






Print