ახალი ამბები
წალენჯიხაში, ეწერფერდში ელექტროგადამცემი ანძა დაზიანდა
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ ეწერფერდში მდებარე მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზები მწყობრიდან გამოვიდა და შედეგად, მოკლე ჩართვა მოხდა. ამის შესახებ რადიო "ათინათს" მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ თამარ ბელქანიამ უთხრა.

"შემთხვევა, დაახლოებით, 10:45 საათისთვის მოხდა, იყო ძლიერი ხმა და კვამლი. ანძა კერძო მოსახლის ტერიტორიაზე მდებარეობს. მოსახლეობა შეშინდა, რადგან თხილნარშიც გავრცელდა კვამლი. საქმის კურსში შესაბამისი სამსახურები უკვე ჩაყენებულია, მათ შორის,  სახანძრო- სამაშველო და პოლიცია. ხალხთან მუდმივ კონტაქტზე ვართ, სოციალურ ქსელში გამოვაქვეყნეთ, რომ პერიმეტრს არ გაეკარონ. ახლა მიმდინარეობს მუშაობა და უახლოეს ხანებში აღდგება გადამცემის მუშაობა", - ამბობს ბელქანია.

მისივე თქმით, ეწერფერდში მცხოვრებლებს ელექტროენერგია, სავარაუდოდ, შეზღუდულად მიეწოდება.


ამავე თემაზე: 

ჭალეში ოჯახმა, რომლის ეზოში ელექტროგადამცემი სადენები უნდა გაატარონ, სახლი დატოვა

ჭალეში ადგილობრივები საპროტესტო აქციას მართავენ

მოსახლეობის მოთხოვნები „ენერგოტრანსის“ მიმართ და პრეტენზიები ეპარქიისადმი - აქცია ჭალეში (ვიდეო)
Print